
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის ექსპერტ დავით გრიგოლიას გამართლება
2026 წლის 30 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ, მზია ლომთათიძემ, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ 2025 წლის 16 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის ექსპერტ დავით გრიგოლიას საქმეზე, რომლის ინტერესებს ორივე სასამართლო ინსტანციაში წარმატებით იცავდა ჩვენი მმართველი პარტნიორი, თამარ კუჭავა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდა დავით გრიგოლიას უდანაშაულობა და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ექსპერტის გამართლება არ არის. იგი წარმოადგენს პროფესიული კეთილსინდისიერების, სამედიცინო ეთიკისა და იმ ღირებულებების აღიარებას, რომელთაც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული ექიმები და ექსპერტები ყოველდღიურად ემსახურებიან.
