Strategic Counsel Group
|
 Strategic Counsel  Group-ის პარტნიორის თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Review of European and Comparative Law”-ში

Strategic Counsel Group-ის პარტნიორის თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Review of European and Comparative Law”-ში

2 ივლისი, 20261 წუთი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ Strategic Counsel Group-ის პარტნიორის, სალომე კობერიძის, თანაავტორობით Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Review of European and Comparative Law”-ში გამოქვეყნდა  სტატია ინგლისურ ენაზე. აღნიშნული სტატიის სახელწოდებაა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის ფარგლები საქართველოში: ქართული და გერმანული სამართლის შედარებითი ანალიზი“.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი წინა კანონისგან განსხვავებულად აწესრიგებს პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის (piercing the corporate veil) საკითხს, თუმცა მისი სიახლის გამო აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული სასამართლო პრაქტიკა და სამართლებრივი ლიტერატურა ჯერ კიდევ მწირია, რაც ერთიანი სამართლებრივი სტანდარტის ჩამოყალიბებას ართულებს.

სტატიაში პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის სამართლებრივი ჩარჩო ქართულ სამართალში გაანალიზებულია გერმანულ სამართალთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი ტრადიციულად პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებებისთვის, როგორც ქართული, ისე გერმანული სამართალი აღიარებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.

სტატიაში განხილულია ქართული სამართალში პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის დაკისრების ორი კუმულაციური წინაპირობა: სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენება და საზოგადოების მიერ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობა. ამავდროულად, სტატია მიმოიხილავს სამართლებრივი დაცვის საშუალებების კონკურენციის საკითხს იმ შემთხვევებში, როდესაც კრედიტორები პარტნიორისთვის პირადი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ მიბმულ ფაილში ან ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://czasopisma.kul.pl/index.php/recl/issue/view/839

გაზიარება:FacebookLinkedIn