Strategic Counsel Group
გუნდი
სანდრო მწყერაძე

სანდრო მწყერაძე

წამყვანი იურისტი

LinkedIn

იურისტი 10-ზე მეტი წლის გამოცდილებით საკორპორაციო სამართლის და ენერგეტიკის სფეროებში

სანდრო მწყერაძე არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით საკორპორაციო, ენერგეტიკულ და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ სფეროებში. ის სპეციალიზებულია პროექტების, მათი დაფინანსებისა (Project Finance) და კომპლექსური კომერციული ტრანზაქციების სამართლებრივ მართვაში.

სანდროს აქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების იურიდიული ხელმძღვანელობის გამოცდილება, მათ შორის, ინვესტორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებით. ის ხელმძღვანელობდა ჰიდროელექტროსადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზის პროექტების განვითარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესების სამართლებრივ მხარეს, რაც მოიცავდა პროექტის სტრუქტურირებას, მიწის შესყიდვებისა და პრივატიზაციის პროცესებს, ნებართვებისა და ლიცენზიების სრულ სამართლებრივ უზრუნველყოფას და მრავალმილიონიან ფინანსურ ტრანზაქციებს.

სანდრო ასევე მართავდა პროექტების დაფინანსების პროცესებს, მონაწილეობდა ინვესტორებთან და პარტნიორებთან, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებისა და დიუ დილიჯენსის წარმოების პროცესებში. მან წარმატებით დახურა არაერთი მსხვილი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.

სანდროს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სასამართლოში წარმომადგენლობის მიმართულებით, რაც მოიცავს არაერთ მოგებულ საქმეს, მათ შორის, სახელმწიფოს წინააღმდეგ.

სანდროს პროფესიული გამოცდილება მოიცავს პროექტის დაფინანსების (Project Finance) სტრუქტურირებისა და ფინანსური შესრულების პროცესების სამართლებრივ უზრუნველყოფას, ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის სამართალს, აგრეთვე ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს, მათ შორის, FIDIC-ის სტანდარტებზე დაფუძნებულ კონტრაქტებს, კომერციული ტრანზაქციების მართვას, კორპორაციულ სტრუქტურირებასა და M&A პროცესებს, მათ შორის, პარტნიორთა და საინვესტიციო შეთანხმებების შემუშავებას.

სანდრო ასევე აქტიურად მონაწილეობს რეგულატორული სტრატეგიისა და ნებართვების პროცესების დაგეგმვასა და მართვაში, ფოკუსირებულია მაღალი ღირებულების კონტრაქტების (მათ შორის EPC და Share Purchase Agreements) სამართლებრივი რისკების შეფასებასა და მხარეებს შორის ეფექტიან განაწილებაზე.

სანდრო ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სამშენებლო და არქიტექტორული სამართლის სერტიფიცირებული სპეციალისტი.