
თამთა ბასილაია
სტრატეგიული პროექტების მართვის კონსულტანტი
პროექტების მართვის დამოუკიდებელი კონსულტანტი და PMI სერთიფიცირებული პროექტის მენეჯერი
თამთა ბასილაია არის პროექტების მართვის კონსულტანტი და ტრენერი 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით, აგრეთვე საერთაშორისო პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) მიერ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (PMP).
თამთა ბასილაიას პროფესიული საქმიანობა მოიცავს სტრატეგიული პროექტების მართვას, მათ შორის, პროექტების დაგეგმვას, განხორციელებასა და მონიტორინგს. ის მუშაობს ჰიბრიდული მეთოდოლოგიების გამოყენებით, რაც აერთიანებს ტრადიციულ (Waterfall) და მოქნილ (Agile) მიდგომებს.
თამთას გამოცდილება დაკავშირებულია ორგანიზაციებისთვის პროექტების მართვის სისტემების დანერგვასა და განვითარებასთან და მოიცავს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას, პროექტების მართვის სტანდარტების ინტეგრაციას, ასევე ორგანიზაციული განვითარებისა და ცვლილებების მართვის მიმართულებით კონსულტირებას. ის იკავებდა არაერთი მსხვილი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის პროექტების მენეჯერის პოზიციას.
პარალელურად თამთა აქტიურად ეწევა აკადემიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას. ის ატარებს პროფესიულ ტრენინგებს პროექტების მართვის სფეროში და მონაწილეობს ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ინიციატივებში.
თამთას პროფესიული კვალიფიკაცია მოიცავს პროექტების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატებს (PMP, PMI-ACP), ასევე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს (MBA).
