Strategic Counsel Group
გუნდი
თინათინ სირაძე

თინათინ სირაძე

პარტნიორი

LinkedIn

იურისტი 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით საჯარო და კერძო სამართლის სფეროებში

თინათინ სირაძე არის Strategic Counsel Group-ის პარტნიორი და იურიდიული მრჩეველი 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით, რომელიც სპეციალიზირდება კომპლექსურ კორპორაციულ და კომერციულ დავებში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს წამყვან პოზიციებზე მუშაობას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ის ხელმძღვანელობდა იურიდიულ მიმართულებას მსხვილ ორგანიზაციებში და უზრუნველყოფდა მრავალმილიონიანი პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის, სახელმწიფო და რეგულირებად სექტორებში.

კერძო საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში თინათინ სირაძე წარმოადგენს და იცავს კლიენტების ინტერესებს სამოქალაქო, საკორპორაციო, სამედიცინო, შრომით, სახელშეკრულებო და ადმინისტრაციულ დავებში და უზრუნველყოფს მათ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც სასამართლო, ისე წინასასამართლო ეტაპებზე. მისი გამოცდილება მოიცავს რთული, მრავალმილიონიანი და საერთაშორისო კონტრაქტების (მათ შორის, FIDIC) სტრუქტურირებას, კორპორაციული მმართველობის საკითხებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას.

თინათინ სირაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, მათ შორის, Bucerius Law School-ში და პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროფესიულ პროგრამებსა და ტრენინგებში.