ვინც ჩვენ გვენდობა
ჩვენი კლიენტები
ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან სხვადასხვა სექტორში
















წარმატებული აქტივობები
თამარ კუჭავას დაცვის შედეგად 2025 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოტანილ იქნა სსიპ — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის ექსპერტის გამამართლებელი განაჩენი.
მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიის ინტერესები წარმატებით წარმოადგინა თამარ კუჭავამ, სანდრო მწყერაძესა და თინათინ სირაძესთან ერთად, თბილისის მერიის წინააღმდეგ წარმოებულ დავაში. დავა ეხებოდა შესრულებული სამუშაოების საფასურის ანაზღაურებას, ასევე დამკვეთის მიერ დაკისრებული სახელშეკრულებო ჯარიმების შემცირებას. სასამართლომ გაიზიარა კლიენტის პოზიცია და დაავალა თბილისის მერიას კლიენტის სასარგებლოდ 550,962.39 ლარის გადახდა.
მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიის ინტერესები წარმატებით წარმოადგინა თამარ კუჭავამ, სანდრო მწყერაძესთან და თინათინ სირაძესთან ერთად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დავაში. დავა ეხებოდა დამატებითი საპროექტო და გეოლოგიური მომსახურებების ანაზღაურების დაკისრებას, რომლებიც შესრულდა თავდაპირველად შეთანხმებული სამუშაოების ფარგლებს მიღმა. იურიდიულმა გუნდმა დაასაბუთა კლიენტის მოთხოვნების საფუძვლიანობა და წარმოაჩინა დამატებითი ანაზღაურების როგორც სახელშეკრულებო, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. : სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა კლიენტის მოთხოვნა და სამინისტროს დააკისრა კლიენტის სასარგებლოდ 407,777 ლარის, ასევე დამატებით 4,050 ლარის გადახდა.
დამსაქმებლის — მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Rico Credit-ის ინტერესები წარმატებით წარმოადგინა თამარ კუჭავამ სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე დაფუძნებულ დისკრიმინაციის დავაში. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ დამსაქმებლის შიდა პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ვაქცინაციას ან PCR ტესტის წარდგენას, წარმოადგენდა დისკრიმინაციულ მოპყრობას. დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს — უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და იყო ობიექტურად გამართლებული და პროპორციული. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის პოზიცია და დაადასტურა, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენს დისკრიმინაციას.
Strategic Counsel Group-ის მმართველმა პარტნიორმა - თამარ კუჭავამ იურისტ - სანდრო მწყერაძესთან ერთად უზრუნველყვეს რიკოთის პროექტის ფარგლებში ფინანსური ვალდებულებების არსებით დარღვევასთან დაკავშირებული მრავალმილიონიანი დავის ფრანგული კომპანიის სასარგებლოდ დასრულება სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე, დამრღვევი მხარის წერილობითი გაფრთხილების შედეგად.
ჩვენი გამოცდილება
საქართველოში ტკბილეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის სასარგებლოდ საგადასახადო დავის წარმატებული წარმოება.
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პროექტირება-მშენებლობის მწარმოებელი კომპანიების იურიდიული მხარდაჭერა, მათ შორის, მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ დავებში წარმატებული წარმომადგენლობა.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაკვეთით შრომითი სამართლის რეგულაციების შესახებ იურიდიული დასკვნის მომზადება.
საქართველოში წამყვანი სავაჭრო მარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის კომპლექსური იურიდიული მომსახურება.
საქართველოში წამყვანი საკურიერო სერვისის ოპერატორი კომპანიის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა.
საჰაერო ხომალდების კომპოზიტური მასალების მწარმოებელი საწარმოს სასარგებლოდ შრომით-სამართლებრივი დავის წარმატებული წარმოება.
საქართველოში ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი წამყვანი კომპანიებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევა, მათ შორის, სასამართლო დავებში წარმატებული წარმომადგენლობა.
საქართველოში ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების წამყვანი მწარმოებელი კომპანიის ინტერესების წარმატებული წარმომადგენლობა მრავალმილიონიან აქტივთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში.
საქართველოში წამყვანი საფოსტო-საკურიერო და ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების ოპერატორი კომპანიის სრული იურიდიული მხარდაჭერა.
ხე-ტყის დამამუშავებელი საწარმოს კორპორაციული იურიდიული მხარდაჭერა და კომპანიის სასარგებლოდ საგადასახადო დავის წარმატებით წარმოება.
გადახდისუუნარობის პროცესებში მოვალე და კრედიტორი კომპანიების ინტერესების წარმომადგენლობა.
საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების სამართლებრივი მხარდაჭერა.
რკინიგზის სექტორში მოქმედი კომპანიების იურიდიული მომსახურება.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარეალიზაციო ქსელის ინტერესების წარმატებული წარმომადგენლობა საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში.
სავაჭრო სუპერმარკეტების ქსელის სამართლებრივი მხარდაჭერა.
სამედიცინო-კოსმეტოლოგიური დანადგარების იმპორტიორი კომპანიის იურიდიული მომსახურება.
ქაღალდის ჭიქების მწარმოებელი საწარმოს სამართლებრივი მხარდაჭერა.
სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის, სასამართლო დავებში წარმატებული წარმომადგენლობა.
მაღალმთიანი კურორტის სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის მწარმოებელი კომპანიის სრული იურიდიული მხარდაჭერა.
