Strategic Counsel Group
|

Strategic Counsel Group

ხედვა.სტრატეგია.გავლენა

Scroll

ჩვენ შესახებ

Strategic Counsel Group წარმოადგენს მაღალკვალიფიციური იურისტებისა და აუდიტორების გუნდს, რომელსაც აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ჩვენი პროფესიული კომპეტენცია ეფუძნება კომპლექსურ სამართლებრივ ცოდნას, სტრატეგიულ ხედვასა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ მიდგომებს.

ჩვენი გუნდი წარმატებით უწევს სამართლებრივ მომსახურებას მსხვილ ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ, სამშენებლო, არქიტექტურულ და საპროექტო კომპანიებს, ასევე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან, ადმინისტრაციულ ზედამხედველობასთან, მაღალი რისკის შემცველ კერძო-სამართლებრივ გარიგებებსა და მათთან დაკავშირებულ პოტენციურ დავებთან.

ჩვენი მომსახურების ძირითადი მიმართულება არის კლიენტისთვის ეფექტიანი სამართლებრივი თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია რისკების წინასწარ იდენტიფიცირებაზე, მინიმიზაციასა და ზიანის პრევენციაზე.

20+

წელზე მეტი გამოცდილება

ჩვენს შესახებ

რას გთავაზობთ

ჩვენი სერვისები

სრული სამართლებრივი მხარდაჭერა ყველა ეტაპზე

I

წინასახელშეკრულებო ეტაპი — მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება

ჩვენ ვმართავთ პროცესს იქიდან, სადაც იქმნება რისკი - მოლაპარაკების მაგიდიდან.

  • კომუნიკაციის სამართლებრივი პროტოკოლის შემუშავება და კონტროლი
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კორესპონდენციის მომზადება და წარმოება
  • ხელშეკრულებების იურიდიული მოდელირება და სახელშეკრულებო არქიტექტურის შექმნა
  • +1 სხვა
II

დავის დაწყებამდე — სამართლებრივი პოზიციის სტრატეგიული მომზადება

დავა იწყება ბევრად ადრე, ვიდრე ის სასამართლოში გადავა. ჩვენი მიზანია — დავაში შესვლამდე კლიენტი უკვე იყოს ნახევრად გამარჯვებული.

  • სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება
  • საჩივრების სტრუქტურირება
  • საქმის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და კომპლექსური ანალიზი
  • +3 სხვა
III

სამართლებრივი დავის წარმოება — სრულმასშტაბიანი წარმომადგენლობა

ჩვენ უზრუნველვყოფთ კლიენტის ინტერესების მაღალკვალიფიციურ დაცვას ყველა ინსტანციაში.

  • წარმომადგენლობა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების წარმოება
  • ფინანსური სანქციების გასაჩივრება
  • +3 სხვა

ჩვენი კლიენტები

რიკო ჯგუფი
დაგი სამშენებლო კომპანია
სტუდიო 9
რედიქსი
რადიუს კონსტრაქშენი
კავკასუს მეცნიერება და ინჟინერია
ლიდერფუდი
ბესტ ვესტერნ გუდაური

სიახლეები

ბლოგი

 Strategic Counsel  Group-ის პარტნიორის თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Review of European and Comparative Law”-ში
სტატია

Strategic Counsel Group-ის პარტნიორის თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Review of European and Comparative Law”-ში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ Strategic Counsel Group-ის პარტნიორის, სალომე კობერიძის, თანაავტორობით Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Review of European and Comparative Law”-ში გამოქვეყნდა  სტატია „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის ფარგლები საქართველოში: ქართული და გერმანული სამართლის შედარებითი ანალიზი“.

2 ივლისი, 20261 min
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის ექსპერტ დავით გრიგოლიას გამართლება
სტატია

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის ექსპერტ დავით გრიგოლიას გამართლება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა დავით გრიგოლიას საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. მის ინტერესებს ორივე სასამართლო ინსტანციაში წარმატებით იცავდა Strategic Counsel Group-ის მმართველი პარტნიორი თამარ კუჭავა.

2 ივლისი, 20261 min