რას გთავაზობთ
ჩვენი სერვისები
სრული სამართლებრივი მხარდაჭერა — მოლაპარაკებიდან სასამართლომდე.
I. წინასახელშეკრულებო ეტაპი — მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება
ჩვენ ვმართავთ პროცესს იქიდან, სადაც იქმნება რისკი - მოლაპარაკების მაგიდიდან.
კომუნიკაციის სამართლებრივი პროტოკოლის შემუშავება და კონტროლი
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კორესპონდენციის მომზადება და წარმოება
ხელშეკრულებების იურიდიული მოდელირება და სახელშეკრულებო არქიტექტურის შექმნა
რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული მექანიზმების ინტეგრირება ხელშეკრულებაში
II. დავის დაწყებამდე — სამართლებრივი პოზიციის სტრატეგიული მომზადება
დავა იწყება ბევრად ადრე, ვიდრე ის სასამართლოში გადავა. ჩვენი მიზანია — დავაში შესვლამდე კლიენტი უკვე იყოს ნახევრად გამარჯვებული.
სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება
საჩივრების სტრუქტურირება
საქმის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და კომპლექსური ანალიზი
მტკიცებულებების მოძიება, ორგანიზება და შეფასება
შესაძლო ზიანის კალკულაცია და ფინანსური რისკების შეფასება
სამართლებრივი პოზიციის ფორმირება და არგუმენტირება
III. სამართლებრივი დავის წარმოება — სრულმასშტაბიანი წარმომადგენლობა
ჩვენ უზრუნველვყოფთ კლიენტის ინტერესების მაღალკვალიფიციურ დაცვას ყველა ინსტანციაში.
წარმომადგენლობა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების წარმოება
ფინანსური სანქციების გასაჩივრება
ქონებაზე ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესები
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები (მათ შორის, სახელმწიფოს მიმართ)
სრული საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელები, შესაგებლები, შუამდგომლობები და სხვა)
IV. ალტერნატიული გამოძიება სისხლის სამართალში
ჩვენ ვახორციელებთ საქმის ალტერნატიულ გამოძიებას სრული მოცულობით, დაცვის უფლების ფარგლებში.
ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან
მატერიალური და ციფრული დოკუმენტაციის სიღრმისეული ანალიზი
მოწმეების ბაზის ფორმირება და მათი გამოკითხვა
ექსპერტიზების ინიცირება და ექსპერტისთვის სწორად ფორმულირებული კითხვების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დასკვნის მტკიცებულებით ღირებულება
საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მტკიცებულებების მოძიება, სისტემატიზაცია და მათი მიზნობრივი წარდგენა ექსპერტისთვის
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის დათვალიერება, ამოღება და ინფორმაციის გამოთხოვა
არსებული მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და წინააღმდეგობების გამოვლენა
საქმის ფაქტობრივი ქრონოლოგიის აღდგენა — წარსულში მომხდარი მოვლენების მაქსიმალური სიზუსტით რეკონსტრუქცია და მათი სამართლებრივი შეფასება
მიღებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასება და მტკიცებულებითი ბაზის ფორმირება
V. ექსპერტიზა
საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველვყოფთ შესაბამისი დარგის ექსპერტიზის დანიშვნის ორგანიზებასა და საექსპერტო დასკვნების ეფექტიან გამოყენებას
ექსპერტიზის საჭიროების იდენტიფიცირება და სტრატეგიული დაგეგმვა
შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევა და საქმეში ჩართვა (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში)
ექსპერტთან მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა და პოზიციის გამყარება
საექსპერტო დასკვნების სამართლებრივი ანალიზი და მათი მტკიცებულებად გამოყენება სასამართლო პროცესში
