თამარ კუჭავა
მმართველი პარტნიორი
იურისტი 20 წელზე მეტი გამოცდილებით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში.
თამარ კუჭავა არის იურისტი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში. ის არის მოქმედი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და ასევე ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
პროფესიული კარიერის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა როგორც სამართალდამცავ სისტემაში, ასევე კერძო სამართლებრივ პრაქტიკაში საქმიანობით. 14 წელი მუშაობდა ფინანსურ, კორუფციულ და ეკონომიკურ დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე. ხელმძღვანელობდა საგამოძიებო ჯგუფებსა და მართავდა რთულ საქმეებს, მათ შორის ფულის გათეთრების და საერთაშორისო ფინანსური დანაშაულების მიმართულებით.
თამარ კუჭავას პროფესიული საქმიანობა მოიცავს კომპანიებისა და ფიზიკური პირების წარმომადგენლობას სასამართლო პროცესებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებას და რთული სამართლებრივი საქმეების სამართლებრივ მხარდაჭერას.თამარ კუჭავა დღეს წარმოადგენს კომპანიებსა და კლიენტებს ისეთ დავებში, სადაც შედეგს წყვეტს სტრატეგია, მტკიცებულებების კონტროლი და სწორი სამართლებრივი პოზიცია
აქტიური პროფესიული პრაქტიკის პარალელურად იგი ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში და კითხულობს ლექციებს კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების სამართლის საკითხებზე.
განათლება და პროფესიული ტრენინგები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — იურიდიული განათლება (2000–2006)
- საგადასახადო სამართლის სრული კურსი, Kreston Georgia Academy (2024)
- FIDIC-ის კონტრაქტები – შესავალი კურსი, ACEG / FIDIC (2023)
- საგადასახადო სამართლის სრული კურსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია (2023)
- კიბერდანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ტრენინგი (2018)
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიება, საერთაშორისო პროგრამა (2017)
- ელექტრონული მტკიცებულებებისა და კიბერდანაშაულის საქმეებში საერთაშორისო თანამშრომლობა, FBI პროგრამა (2017)
- ევროკავშირის ქვეყნებში ქონების კონფისკაციის სისტემები, ევროპის კომისიის პროგრამა (2011)
- ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და აქტივების მოძიება, ბაზელის უნივერსიტეტი (2010)
- კიბერტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური კურსი, ბაზელის უნივერსიტეტი (2010)
- ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური პროგრამა, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი (2010)
- ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროგრამა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)
სამუშაო გამოცდილება
- კერძო საადვოკატო პრაქტიკა (2022 – დღემდე)
- უფროსი გამომძიებელი, საქართველოს გენერალური პროკურატურა (2010 – 2021)
- პროკურორი, საქართველოს გენერალური პროკურატურა (2009 – 2010)
- სპეციალისტი / გამომძიებელი, საქართველოს გენერალური პროკურატურა (2007 – 2009)
- გამომძიებლის ასისტენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურა (2005 – 2007)
- თანამშრომელი, თბილისის სააპელაციო სასამართლო (2003 – 2004)
აკადემიური საქმიანობა
- ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი (2022 – დღემდე)
- ლექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია (2021 – დღემდე)
პრაქტიკა
- სისხლის სამართალი
- კიბერდანაშაული
- ფინანსური დანაშაული
- სახელმწიფო შესყიდვები
- სამოქალაქო სამართალი
- შრომის სამართალი
- ადმინისტრაციული სამართალი
- საგადასახადო სამართალი
- სასამართლო წარმომადგენლობა
